თავში

ჯუდ ლოუ "პიტერ პენში" კაპიტან კაუჭას შეასრულებს

​ჯუდ ლოუ "პიტერ პენში" კაპიტან კაუჭას შეასრულებს
ჯუდ ლოუ პიტერ პენში კაპიტან კაუჭას შეასრულებს

კინოსტუდია Walt DIsney-მ ფილმისთვის "პიტერ პენი" მსახიობების შერჩევა დაიწყო. ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოების ახალ ეკრანიზაციაში კაპიტანი კაუჭას როლის შესრულებას ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ დათანხმდა.

გამოცემა The Hollywood Reporter წერს, რომ ამ როლზე მანამდე ხოაკინ ფენიქსის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მსახიობთან ვერ შედგა. ასევე, გავრცელებული ცნობებით, დინ-დინის როლი მარგო რობის შესთავაზეს. სტუდიის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმეორებს თუ არა ახალი ეკრანიზაციის სიუჟეტი ლიტერატურულ პირველწყაროს, თუ მაყურებელს ისტორიის სხვა განვითარება ელის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system