თავში

ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

​ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა
ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

შვედეთში „ვიკილიქსის" დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ შვედეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ევა-მარია პერსონმა განაცხადა.

"მე ეს პრესკონფერენცია მოვიწვიე, რათა განვაცხადო, რომ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა", - აღინიშნა პერსონმა. 

47 წლის ჯულიან ასანჟს სექსუალურ ძალადობაში ორი ქალი ადანაშაულებდა. თავად ეჭვმიტანილი ამ ბრალდებას უარყოფს.

შვედეთის პროკურატურამ საქმის წარმოება 2017 წელს, წინსვლის არ არსებობის მიზეზით შეწყვიტა. გამოძება მას შემდეგ განახლდა, რაც ეკვადორის საელჩომ ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი შეუჩერა და ლონდონში მდებარე საელჩოდან გააძევა. 

18 ნოემბერს ლონდონში, ვესტმინსტერის მაგისტრატის სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დატოვა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system