თავში

"ჯუნოს" ვარსკვლავი ცოლს შორდება

"ჯუნოს" ვარსკვლავი ცოლს შორდება
ჯუნოს ვარსკვლავი ცოლს შორდება

ფილმ "ჯუნოს" მსახიობი, ელიოტ პეიჯი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია, ქორწინებიდან 3 წლის თავზე, ცოლს, ემა პორტნერს შორდება.

უკვე ნახევარი წელია, წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.

"დიდი და ფრთხილად განხილვის შემდეგ, გასულ ზაფხულს განშორების შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ახლო მეგობრებად ვრჩებით", - ნათქვამია პეიჯისა და პორტნერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოს მსახიობმა ელენ პეიჯმა, რომელიც ცნობილია ფილმებით "ჯუნო" და სერიალით "აკადემია ამბრელა", განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია. მან სახელი შეიცვალა და ელიოტ პეიჯი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system