
ქაბულის ქაჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტი ფრენების განახლებისთვის 90%-ით მზადყოფნაშია.
ამის შესახებ ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენლმა ტერორიზმთან ბრძოლისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, მუტლაკ იბნ მაჯიდ ალ-კახტანმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ პირველი, საერთაშორისო ფრენები დოჰადან ქაბულში განხორციელდება და თანდათანობით ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისთვისაც გაიხსნება.