თავში

ქაბულის აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა

​ქაბულის აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა
ქაბულის აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

აეროპორტის ხელმძღვანელობამ მოქალაქეებს სთხოვა, საჰაერო ნავსადგურში მისვლისგან თავი შეიკავონ.

ტელეარხი Tolo News იუწყება, რომ აეროპორტი საზოგადოებას მოუწოდებს, მოედანზე არ შეიჭრნენ, რათა ძარცვა აიცილონ თავიდან. ამჟამად აეროპორტიდან სამოქალაქო რეისები არ სრულდება.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა კომერციული ფრენაც შეჩერებულია.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system