თავში

ქაბულის აეროპორტში 4 ჯარისკაცი დაიღუპა

​ქაბულის აეროპორტში 4 ჯარისკაცი დაიღუპა
ქაბულის აეროპორტში 4 ჯარისკაცი დაიღუპა

ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტთან სროლის შედეგად ოთხი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი ცნობით, ინციდენტი სამშაბათს ღამე მოხდა.

ავღანეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ჰაერში გაისროლა, რის შემდეგაც უცხოელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

სროლის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა.

გავრცელებული ცნობით, ავღანელმა ჯარისკაცმა აეროპორტთან, ავტომობილში თავისი მეგობრის ცხედარი იპოვე, რის შემდეგ ჰაერში გაისროლა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system