თავში

ქაბულის აეროპორტში 5 ადამიანი გარდაიცვალა - VIDEO

ქაბულის აეროპორტში 5 ადამიანი გარდაიცვალა
ქაბულის აეროპორტში 5 ადამიანი გარდაიცვალა - VIDEO

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაინახა, რომ ხუთი მსხვერპლის ცხედარი მანქანაში ჩადეს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ დაიღუპნენ ეს ადამიანები.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system