თავში

ქაბულის აეროპორტში ტერაქტის საფრთხეა

​ქაბულის აეროპორტში ტერაქტის საფრთხეა
ქაბულის აეროპორტში ტერაქტის საფრთხეა

ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პირებს, ვინც აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფება, ამ რაიონის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევენ.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარის პენის თქმით, ტერორისტული თავდასხმის რისკი საკმაოდ დიდია. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება კი თავის მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას გადასვლას და მომდევნო რეკომენდაციების დალოდებას ურჩევს. აშშ-ის საელჩო ავღანეთში მოუწოდებს მოქალაქეებს, აეროპორტის ტერიტორია დატოვონ.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system