თავში

ქაბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

ქაბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
ქაბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

ქაბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქაბულის ცენტრში მდებარე კლინიკის, Wazir Akbar Khan Hospital-ის განცხადებით, მათ 145 ცხედარი მიიღეს. 

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ავღანეთში 20-წლიანი ომის ისტორიაში“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ტერაქტი განხორციელდა. 

ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის 13 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.

აფეთქებების სერიის შემდეგ უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია განახლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system