თავში

ქაბულის აეროპორტთან ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ქაბულის აეროპორტთან ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
ქაბულის აეროპორტთან ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ქაბულის აეროპორტთან ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

აფეთქების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა.

პენტაგონის ცნობით, დაღუპულებს შორის 12 ამერიკელი სამხედროა,15 კი დაიჭრა. 

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტთან სამი აფეთქება მოხდა.

26 აგვისტოს, დილით, ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს.

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა.

ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system