თავში

ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს აღარ უშვებენ

​ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს აღარ უშვებენ
ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს აღარ უშვებენ

ქაბულის უნივერსიტეტში აღარ უშვებენ ქალებს - არც სტუდენტებს, არც მასწავლებლებს. სასწავლო დაწესებულების ახალმა ხელმძღვანელმა, მოჰამედ აშრაფ გაირათმა განაცხადა, რომ აკრძალვა გაგრძელდება "სანამ ყველასთვის ჭეშმარიტი ისლამური გარემო არ შეიქმნება". ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ნელ-ნელა საშუალო სკოლების გახსნის ბრძანება გასცა, თუმცა მხოლოდ ბიჭებისთვის და მამაკაცი მასწავლებლებისთვის.

ამგვარად, ისლამური რესპუბლიკა ახლა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გოგონებს ამ სასწავლო დაწესებულებებში სიარული ეკრძალება. ანალოგიური აკრძალვები ავღანეთში 1990 წლებში მოქმედებდა. 

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.

ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system