თავში

ქაბულში აფეთქება მოხდა

ქაბულში აფეთქება მოხდა
ქაბულში აფეთქება მოხდა

Reuters-ის ცნობით, ქაბულში, შიიტი მუსლიმებით დასახლებულ უბანში აფეთქება მოხდა.

ქაბულის დასავლეთ ნაწილში, იმ უბანში, რომელიც უმეტესად შიიტი მუსლიმებით არის დასახლებული ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ბომბი სამგზავრო მინივენში იყო დამონტაჟებული.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სავარაუდოდ დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე.  

ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system