თავში

ქაბულში ძარცვის ფაქტები გახშირდა

​ქაბულში ძარცვის ფაქტები გახშირდა
ქაბულში ძარცვის ფაქტები გახშირდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ყაჩაღობის და ძარცვის შემთხვევები გახშირდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ხელში რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ჩაიგდო. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი TOLOnews ავრცელებს.

არხის მიერ გამოკითხული ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ბევრი ავღანელი დანაშაულს ოჯახების გამოსაკვებად სჩადის.

"თალიბების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ჩვენ ველოდით, რომ ძარცვის რიცხვი შემცირდებოდა, მაგრამ ეს მაინც ხდება და თანაც ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. გარდა ამისა, გაიზარდა გატაცების შემთხვევების რიცხვიც და ამას არავინ უშლის ხელს", - განაცხადა ქაბულის მკვიდრმა, მოჰამედ იუნუსმა.

არხი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დანაშაულის მაჩვენებელი არა მხოლოდ დედაქალაქის რეგიონში, არამედ ავღანეთის ბევრ სხვა პროვინციაშიც მკვეთრად გაიზარდა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system