თავში

ქაბულში ქალებს მუშაობა აუკრძალეს

ქაბულში ქალებს მუშაობა აუკრძალეს
ქაბულში ქალებს მუშაობა აუკრძალეს

თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.

მერმა აღნიშნა, რომ თალიბანის მოძრაობამ, "საჭიროდ ჩათვალა ქალების მუშაობის დროებით შეჩერება".

ნომანის თქმით, ქაბულში არსებული 3000 მუნიციპალური მუშაკიდან მესამედს ქალები წარმოადგენენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თალიბანმა ბიჭებს და მამაკაც მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნების უფლება მისცა, მაგრამ გოგონები სკოლიდან დაითხოვეს. როგორც თალიბანი ირწმუნა,  ეს დროებითი ღონისძიებაა, მაგრამ როდის გაუქმდება ჯერჯერობით უცნობია

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system