თავში

ქაბულში ხალხი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა - VIDEO

​ქაბულში ხალხი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა
ქაბულში ხალხი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა - VIDEO

ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს. ინფორმაციას სააგენტო France-Presse ავრცელებს.

"მე ვნახე, როგორ გაჭყლიტეს ერთი გოგო, ის გარდაიცვალა", - განუცხადა სააგენტოს თვითმხილველმა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, როგორ არღვევს ასობით ადამიანი ღობეებს და თვითმფრინავებამდე მივარდნას ცდილობს, რათა ავღანეთი დატოვებს. ფონად სროლის ხმა ისმის.

ამჟამად ქაბულის აეროპორტიდან დასავლეთის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. ბრიუსელის წყაროების თანახმად, ეს აეროპორტი ავღანეთში ბოლო დიდი ობიექტია, რომელსაც ჯერჯერობით NATO-ს ძალები აკონტროლებს. მის უსაფრთხოებას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედროები უზრუნველყოფენ.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system