თავში

ქაბულში მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

​ქაბულში მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 7 მძიმე დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ძალას არ აუღია.

აფეთქებამდე ერთი დღით ადრე ავღანეთის ხელისუფლებამ სამი დაკავებული, მათ შორის თალიბი მებრძოლების ორი და „ჰაკანის“ ქსელის ერთი მეთაური გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება თალიბების მიერ დაკავებული ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორების გათავისუფლების სანაცვლოდ მოხდა. ავღანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში ძალადობის დეესკალაციას შეუწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system