თავში

ქაბულში საავადმყოფოს დაესხნენ თავს - განახლებულია

ქაბულში საავადმყოფოს დაესხნენ თავს
ქაბულში საავადმყოფოს დაესხნენ თავს - განახლებულია

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 15 ადამიანი. ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ახალშობილია.

12:25

ავღანეთის დედაქალაქში საავადმყოფოზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ TOLONews ავრცელებს. დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

10:35

ავღანეთის დედაქალაქში, საავადმყოფოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა, ამის შემდეგ შენობაში შეიარაღებული პირები შევარდნენ. ამის შესახებ TOLOnews წერს.

ტელეარხის ინფორმაციით, შესასვლელში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შენობის დატოვება პერსონალის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა.

ამჟამად შენობაში სროლის ხმა ისმის. შეიარაღებული პირები ხელყუმბარებსაც ისვრიან.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საავადმყოფო ორგანიზაციას "ექიმები საზღვრების გარეშე" ეკუთვნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system