თავში

ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

​ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 16 ადამიანი. ამის შესახებ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ახალშობილია.

ავღანეთის დედაქალაქში, საავადმყოფოს შესასვლელთან აფეთქება 12 მაისს მოხდა, ამის შემდეგ შენობაში შეიარაღებული პირები შევარდნენ. შესასვლელში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შენობის დატოვება პერსონალის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა. საავადმყოფოში სროლის ხმა ისმოდა. შეიარაღებული პირები ხელყუმბარებსაც ისროდნენ.

საავადმყოფო ორგანიზაციას "ექიმები საზღვრების გარეშე" (MSF) ეკუთვნის.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყველა შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია.

ამასთან, 12 მაისს, ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის დაკრძალვაზე აფეთქება მოხდა. 24 ადამიანი გარდაიცვალა, 68 დაშავდა. სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" აიღო.

მოგვიანებით ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ტერორისტებზე შეტევისკენ მოუწოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა კვლავ მიმართა რადიკალურ მოძრაობებს, მიიღონ წინადადება ქვეყანაში მშვიდობის აღდგენის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system