
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა. ამის შესახებ NBC News იუწყება.
გამოცემის ცნობით, ქალაქში ზედიზედ სამი აფეთქება მოხდა.
პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:20 საათზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაშავდა.
მეორე აფეთქება ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
15 წუთის შემდეგ, ქაბულის ჩრდილო-დასავლეთით კიდევ ერთი დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მამაკაცი და ერთი ქალი.