თავში

ქაბულში სარაკეტო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა

ქაბულში სარაკეტო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა
ქაბულში სარაკეტო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, 21 ნოემბრის დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტარიქ არიანმა განაცხადა, რომ ქაბულის მიმართულებით სულ 14 რაკეტა ისროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად გარდაცვლილთა შორის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელია.

ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system