თავში

ქაბულში ტაძარზე თავდასხმა მოხდა - განახლებულია

​ქაბულში ტაძარზე თავდასხმა მოხდა
ქაბულში ტაძარზე თავდასხმა მოხდა - განახლებულია

ქაბულში სიქხების ტაძარზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, 8 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი Tolo News ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

პასუხისმგებლობა მომხდარზე "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებამ აიღო.

11:41

ქაბულში სიქხების ტაძარზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Tolo News ავრცელებს. სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ტაძარში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელები ცოცხლები აღარ არიან. მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტები იყვნენ. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" აცხადებს, რომ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

09:57

ავღანეთის დედაქალაქში ტაძარზე თავდასხმა მოხდა. TOLOnews-ის ინფორმაციით, ეს სიქხების სამლოცველო იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. ინფორმაცია ზუსტდება.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system