თავში

ქაბულში თავდასხმას 16 ადამიანი ესხვერპლა, 119 დაშავდა

ქაბულში თავდასხმას 16 ადამიანი ესხვერპლა, 119 დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. 16 ადამიანი დაიღუპა, 119 დაშავდა.

აფეთქება ქაბულის დიპლომატიურ უბანში მოხდა, რომელიც Green Village-ის სახელითაა ცნობილი.

ის იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გამოიწვია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system