თავში

ქაბულში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლა იყო, არის მსხვერპლი - განახლებულია

ქაბულში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლა იყო, არის მსხვერპლი
ქაბულში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლა იყო, არის მსხვერპლი - განახლებულია

ქაბულის უნივერსიტეტზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 15 დაიჭრა, - ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ყველა დაღუპული და დაშავებული უნივერსიტეტის სტუდენტია.

მედია წერს, რომ თავდაპირველად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც 3მა შეიარაღებულმა პირმა იურიდიულ ფაკულტეტთან სროლა გახსნეს. თავდასხმის დროს აქ წიგნების გამოფენა იხსნებოდა.

ადგილზე ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმები გამოცხადნენ. ასობით ადამიანი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, ევაკუირებული იყო. ერთ-ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა.

-11:26-

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულის უნივერსიტეტში სროლა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი - ლექტორები და სტუდენტები.

თვითმხილველების თქმით, მათ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აფეთქების ხმები გაიგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system