თავში

კაიროს ცენტრში სფინქსების გადმოტანას აპირებენ

კაიროს ცენტრში სფინქსების
კაიროს ცენტრში სფინქსების გადმოტანას აპირებენ

ეგვიპტოლოგებისა და ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს განცხადებით 4 ქვიშაქვის სფინქსის ქანდაკებას კაიროში, ტაჰრირის მოედანზე გადაიტანენ, რათა ისინი სიცხისა და დაბინძურებისაგან დაიცვან.

ვერძისთავიან სფინქსებს "Karnak-ის" ტაძრიდან ქალაქის დატვირთულ გზებს შორის არსებულ მოედანზე გადაიტანენ, სადაც ვარდისფერი ქვის ობელისკებთან ერთად დაიდებენ ბინას. ისინი ამჟამად ხის ყუთებში ინახება, სანამ მისი გადატანის ოფიციალური ღონისძიება არ გაიმართება, რომლის თარიღიც ჯერ დადგენილი არ არის. 

"როცა მივდივართ რომელიმე ევროპულ ქალაქში, მაგალითად: რომში, პარიზში, ლონდონში ან თუმდაც ვაშინგტონში, ვხედავთ, რომ ტურისტების მისაზიდად ქალაქის მთავარ მოედნებზე ეგვიპტური ობელისკებია გამოყენებული. ასე, რომ ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეტოთ იგივე?", - განაცხადა "Al Ahram newspaper-თან" ინტერვიუში სიძველეთა მინისტრმა კალედ ელ-ენანიმ. 

რამზეს II-ის ეპოქის 90 ტონიანი ობელისკები ტაჰირის მოედანზე ჯერ კიდევ 2019 წელს წამოიღეს. მონიკა ჰანა, ეგვიპტოლოგი და ჯგუფის წევრი, რომელიც პრემიერ-მინისტრს უჩივის, ამბობს, რომ სფინქსებს საფრთხე ემუქრება. 

ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით და  შეშფოთებული ვართ ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ტაჰირის მოედანზე უამრავი მანქანა გადაადგილდება, ჰაერი კი ძალიან დაბინძურებულია. ეს კი ისტორიულ ნაკეთობებს საფრთხეს უქმნის”, - განაცხადა მან.

მსოფლიო მემკვიდრეობის არაბული რეგიონალური ცენტრის იუნესკოს ნაწილი, ძეგლების გადაადგილებას ასევე დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მათი საწყისი ადგილიდან წამოღება მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ ეგვიპტის ვალდებულებას ეწინააღმდეგებოდა. 

მოედანი ასევე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. მისი სახელი ითარგმნება, როგორც "გათავისუფლება". ეს ადგილი 2011 წლის აჯანყების ცენტრში იყო, როცა ავტოკრატიული პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ჩამოაგდეს. ეს ტერიტორია მილიონობით ეგვიპტელისთვის შეკრების ადგილად გადაიქცა.  

რაბაბ ელ-მაჰდი, კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ამბობს, რომ ძეგლი თანამედროვე ისტორიის ნაწილს წარმოადგენს და ამ ადგილას სფინქსების გადმოტანა იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომლებიც აქ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system