თავში

ქაიროში მუსლიმთა საძმოს 6 წევრი მოკლეს

ქაიროში მუსლიმთა საძმოს 6 წევრი მოკლეს
ქაიროში მუსლიმთა საძმოს 6 წევრი მოკლეს

ეგვიპტის დედაქალაქში, ქაიროში, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა „მუსლიმთა საძმოს" წევრობაში ეჭვმიტანილი 6 პირი მოკლეს.

პოლიციამ, ქაიროს გარეუბანში, ეჭვმიტანილთა საცხოვრებელ ადგილას სპეცოპერაცია ჩაატარა. შინაგან საქმეთა სამინიტროს მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილები შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.

დაკავებები ეგვიპტეში ბოლო დროს მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებს მოჰყვა.

ეგვიპტე სინაის ნახევარკუნძულზე დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთაც სათავეში „მუსლიმთა საძმო“ ედგა.

„მუსლიმთა საძმო“ ეგვიპტის ხელისუფლებამ 2013 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და 1000 პირი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system