თავში

ქალაქ ჰერათში რამდენიმე აფეთქება მოხდა

ქალაქ ჰერათში რამდენიმე აფეთქება მოხდა
ქალაქ ჰერათში რამდენიმე აფეთქება მოხდა

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ჰერათში დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი  საინფორმაციო სააგენტო Tolo News წერს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება გაზის ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებებმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ამჟამად სახანძრო-სამაშველო სამსახური ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს.

ძლიერი აფეთქებებისა და ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system