თავში

ქალაქ კანში უფასო წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა

ქალაქ კანში უფასო წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა
ქალაქ კანში უფასო წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა

საფრანგეთში, ქალაქ კანში, ხელოვნების ახალი მუზეუმი გაიხსნა, რომლის დათვალიერებასაც მსურველები სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ. ამის შესახებ გამოცემა Architectural Digest წერს. 

წყალქვეშა მუზეუმი კუნძულ სანტ-მარგარიტასთან მდებარეობს და სულ ექვსი სკულპტურისგან შედგება. ქანდაკებები სამი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და თითოეული მათგანი დაახლოებით 12 ტონას იწონის. 

გამოცემის ცნობით, სანახაობებს შორის ყველაზე გამორჩეულია სახის ფიგურა, რომლის სიმაღლეც ორ მეტრს აღწევს.

სკულპტურების შექმნაში ბრიტანელი მხატვარი ჯეისონ დეკერ ტეილორი მონაწილეობდა, რომელიც ნამუშევრებს ოთხი წელი ქმნიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system