თავში

ქალები უფრო იღლებიან ვიდეოზარებით, თუ მამაკაცები?

ქალები უფრო იღლებიან ვიდეოზარებით, თუ მამაკაცები?
ქალები უფრო იღლებიან ვიდეოზარებით, თუ მამაკაცები?

მეცნიერთა საერთაშირისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ვიდეოზარებით ქალები უფრო იღლებიან, ვიდრე მამაკაცები. სპეციალისტების აზრით ეს ამის მიზეზი ის არის, რომ ქალები საკუთარ გამოსახულებას ეკრანზე დიდ ყურადღებას უთმობენ. ინფორმაციას Firbes აქვეყნებს.

კვლევა პანდემიის პირობებში შვედმა და ამერიკელმა ჩაატარეს. მათ აინტერესებდათ არა მხოლოდ თვითიზოლაციის დროს, არამდე ონლაინ მუშაობის პირობებში გამოვლენილი ფსიქოლოგიური ასპექტები.

ყველა გამოკითხული თვითიზოლაციის დროს Zoom-ის ვიდეოზარების სერვისით სარგებლობდა. აღმოჩნდა, რომ 7-დან ერთი ქალი (13,8%) ამ ზარების შემდეგ თავს ძალიან დათრგუნულად გრძნობდა. მამაკაცებში ეს სტატისტიკა მხოლოდ 20-დან ერთი (5,5%) იყო.

მეცნიერების აზრით, ეს ეგრეთ წოდებულ "სარკის ეფექტთან" - სარკეში საკუთარ გამოსახულებაზე ყურების აუცილებლობასთან - არის კავშირში. ეს იმას მოწმობს, რომ ქალები უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ გამოსახულებაზე ეკრანზე, ვიდრე მამაკაცები.

დაძაბულობისა და დაღლილობის ეფექტის თავიდან აცილების მიზნით სპეციალისტები მოქალაქეებს აუდიოზარების სისტემის გამოყენებას ურჩევენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system