თავში

ქალების დღესთან დაკავშირებული დემონსტრაცია თურქეთის პოლიციამ დაშალა

ქალების დღესთან დაკავშირებული დემონსტრაცია თურქეთის პოლიციამ დაშალა
ქალების დღესთან დაკავშირებული დემონსტრაცია თურქეთის პოლიციამ დაშალა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გამართული დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე ასეული ქალი ტაქსიმის მოედნიდან მსვლელობის გამართვას გეგმავდა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას ქალთა დარბეული აქციის შესახებ Reuters ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების შესაკავებლად თავდაპირველად ცოცხალი კედელი აღმართა, მოგვიანებით კი დამატებითი აღჭურვილობა გამოიყენა. ამის მიზეზი სანქციით განსაზღვრული შეზღუდვა იყო, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს ტაქსიმის მოედანზე შეკრების ნება ჰქონდათ, თუმცა მისი ფარგლებიდან გასვლა აეკრძალათ.

გასული წლის 8 მარტს, ისევე როგორც წელს, თურქეთის პოლიციამ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული დემონსტრაცია, ძალის გამოყენებით დაშალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system