თავში

ქალებს პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ - რომის პაპი

ქალებს პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ - რომის პაპი
ქალებს პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ - რომის პაპი

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, რომის პაპმა ფრანცისკე I-მა მორწმუნეებს ქალთა პატივისცემისა და დაცვისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ქალაქ ბაჰდიდში ქადაგების დროს, რომის პაპმა ერაყში მყოფ ყველა დედასა და ქალს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ისინი მამაცი ადამიანები არიან, "რომლებიც ყველა შეცდომისა და ტკივილის მიუხედავად სიცოცხლის შექმნას განაგრძობენ".

ცნობისთვის, რომის პაპი, ისტორიაში პირველად, ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ალ-სისტანს შეხვდა.

რომის პაპი ერაყში სამი დღის წინ ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ის რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება და ადგილობრივ ქრისტიანებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდებს.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანს შეხვდება, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას აღავლენს.

პაპ ფრანცისკეს ირანის შეიარაღებული ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს. ის ქუჩაში სპეციალური დიზაინით შექმნილი ბრონირებული ავტომობილით გადაადგილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system