თავში

ქალი მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ COVID-19-ით გარდაიცვალა

ქალი მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ COVID-19-ით გარდაიცვალა
ქალი მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ COVID-19-ით გარდაიცვალა

ბირმინგემში ქალმა, რომელიც მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. მის ტრაგიკულ ისტორიაზე საკუთარი ოჯახის წევრები საუბრობენ.

ახლობლების თქმით, 29 წლის ფოზია ჰანიფი ორსულობის პერიოდში საავადმყოფოში კონსულტაციებზე ხშირად დადიოდა. ერთ დღესაც მას მცირედი ხველება დაეწყო და COVID-19-ზე ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ექიმების თქმით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რთული მდგომარეობა არ ჰქონდა, ამიტომაც ურჩიეს,  მკურნალობა სახლში გაეგრძელებინა, თუმცა, როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, მისი მდგომარეობა ოთხი დღის შემდეგ დამძიმდა.

ქალს საკეისრო კვეთა 31 კვირაზე ჩაუტარდა. 2 აპრილს მას ვაჟი შეეძინა. საკეისრო კვეთის შემდეგ მისი მდგომარეობა კიდევ დამძიმდა და ის ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ჰანიფმა შვილი მხოლოდ სურათებით ნახა.

რამდენიმე დღის შემდეგ ჰანიფის ქმარს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას სისხლი შეუდედდა და კომაში ჩავარდა. ქალი ბავშვის დაბადებიდან 6 დღეში, 8 აპრილს გარდაიცვალა.

ოჯახის თქმით, ბავშვი მათთან სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system