თავში

კალიების გამო სამხრეთ სუდანს შიმშილი და ახალი ეპიდემია ემუქრება

კალიების გამო სამხრეთ სუდანს შიმშილი და ახალი ეპიდემია ემუქრება
კალიების გამო სამხრეთ სუდანს შიმშილი და ახალი ეპიდემია ემუქრება

აღმოსავლეთ აფრიკიდან წამოსულმა, უდაბნოს კალიებმა დიდი ტერიტორია გადალახეს და სამხრეთ სუდანში ჩააღწიეს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ კალიები უტევენ ტერიტორიებს, რომლებმაც სამოქალაქო ომისა და მასობრივი შიმშილი ახლახანს გადალახეს.

მინისტრის, ანიოთი ადიგო ნიქვაჩის თქმით, კალიებმა სამხრეთ მაგვის საგრაფო გადმოკვეთეს, რომელიც უგანდას საზღვართან მდებარეობს.

კენიაში, სომალიში, ეთიოპიაში, ერიტრეასა და ჯიბუტიში ყველაზე მავნე და საშიშ კალიებთან და მწერებთან ბრძოლა უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. ახლა კი ისინი ტანზანიაში, უგანდასა და სამხრეთ სუდანშიც გავრცელდნენ.

უდაბნოს კალიას დღეში 150 კილომეტრის მანძილზე გადაადგილება შეუძლია. ისინი ჭამენ ყველაფერს, მათ შორის საკუთარ სხეულებსაც. გაერო-ს განცხადებით, 1 კვადრატულ კილომეტრზე მოდებულ კალიას დღეში იმდენი საკვების ჭამა შეუძლია, რამდენიც 35.000 ადამიანს. მათი გავრცელებით კი მდგომარეობა უარესდება და 25 მილიონამდე ადამიანით დასახლებულ რეგიონში, რომელიც სამი წლის განმავლობაში, გვალვისა და წყალდიდობისგან იტანჯება, საკვების უკმარისობა კიდევ უფრო იმატებს.

სამხრეთ სუდანში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელის, მეშაქ მალოს განცხადებით, კალიები ცხოველებსაც ესხმიან თავს, რაც, შესაძლოა, ახალი ინფექციის გავრცელების საფუძველი გახდეს. მისი თქმით, ამ მწერის შეფერილობა ყვითელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადად ისეთ ადგილებში ბინადრობენ, სადაც კვერცხების დადებაა ხელსაყრელი.

მინისტრის თქმით, შესაბამისი სპეციალისტები კალიებთან ბრძოლის ფარგლებში ამ ადგილებს ჯერ ნიშნავენ, შემდეგ 14 დღეში ბრუნდებიან და აქ მყოფ ახალგაზრდა მწერებს ხოცავენ. კვერცხების განადგურებისათვის ნიადაგის მოწამვლა არ გამოდგება, რადგან ეს მოსავალსაც ანადგურებს.

ამ დროისთვის საზღვარი დაახლოებით 2000-მა კალიამ გადაკვეთა. თითოეულ მათგანს, საშუალოდ ,20-ჯერ გამრავლება შეუძლია, რაც წითელი ზღვის სანაპიროებზე არსებული მოსავლისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ნავთობით მდიდარი სამხრეთ სუდანი 5 წლიანი სამოქალაქო ომის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, რამაც 2017 წელს ქვეყანაში შიმშილი გამოიწვია და მოსახლეობის მეოთხედს, საკუთარი სახლების დატოვება აიძულა.

დეკემბერში კი გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ იმ წყალდიდობების შემდეგ, რომელმაც 1 მილიონზე მეტ ადამიანზე იქონია გავლენა, სურსათის უვნებლობის დაცვა, თითქმის წარმოუდგენელი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system