თავში

კალიფორნია ყველა სახის შეზღუდვის მოხსნას 15 ივნისისთვის გეგმავს

კალიფორნია ყველა სახის შეზღუდვის მოხსნას 15 ივნისისთვის გეგმავს
კალიფორნია ყველა სახის შეზღუდვის მოხსნას 15 ივნისისთვის გეგმავს

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში 15 ივნისისთვის მოსალოდნელია დაწესებული ყველა სახის შეზღუდვების მოხსნა, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და შენარჩუნდება ვაქცინაციის ტემპი. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ივნისისთვის, ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ გახსნა, როგორც ყოველთვის, პირბადის მუდმივი ტარებისა და მუდმივი სიფხიზლის პირობებში. ახლა ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების დაგეგმვა პანდემიის შემდეგ. ამ გვირაბის შუქი არასოდეს ყოფილა უფრო მკაფიო, ვიდრე ახლა", - თქვა მან.

გუბერნატორმა ასევე დასძინა, რომ 15 ივნისამდე მოხდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გადახედვა. შეზღუდვების მოხსნა ორ პირობაზე იქნება დამოკიდებული: თუ 16 წელზე უფროსი ასაკის კალიფორნიელებისთვის იქნება საკმარისი ვაქცინა და თუ ჰოსპიტალიზაციის დონე სტაბილური და დაბალი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system