თავში

კალიფორნია უკიდურეს გვალვას ებრძვის

კალიფორნია უკიდურეს გვალვას ებრძვის
კალიფორნია უკიდურეს გვალვას ებრძვის

კალიფორნიის ხელისუფლება შტატის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში წყლის მწვავე უკმარისობის გამო,  უკიდურესი გვალვის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ The Guardian წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობა იძულებული გახდა, უფრო მეტი წყალი გამოეყენებინა, ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ წყალსაცავების დონემ საგრძნობლად დაიწია.

გარდა ამისა, ცხელმა ამინდმა გამოიწვია სიერა ნევადას მთის მწვერვალის თოვლის საფარის სწრაფი დნობა, რომელიც მიედინება წყალსაცავში და ზაფხულში წყლის უმეტეს ნაწილს უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ უჩვეულოდ მშრალმა გაზაფხულმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ხანძრის ახალი სეზონი, ისევე როგორც ეს მოხდა გასულ წელს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კალიფორნიის გუბერნატორი ემზადება დამატებითი ხარჯების შემოთავაზებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეაგირებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system