თავში

კალიფორნიაში 2 მილიონამდე ადამიანს შესაძლოა ელექტროენერგია შეუწყდეს

კალიფორნიაში 2 მილიონამდე ადამიანს შესაძლოა ელექტროენერგია შეუწყდეს
კალიფორნიაში 2 მილიონამდე ადამიანს შესაძლოა ელექტროენერგია შეუწყდეს

კალიფორნიის ტყეებში ძლიერი ხანძრის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა 2 მილიონზე მეტ ადამიანს ემუქრება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. შტატის ელექტროენერგიის სამსახურმა მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო, რადგან მისი ხელახალი დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ხანძრის ახალი კერების გაჩნდეს.

ხანძრის ჩაქრობას 3 დღეა უშედეგოდ ცდილობენ. შტატის ტყეების ხანძრისგან დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში გაჩენილმა ხანძარმა 10 300 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ, რასაც ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა აფერხებს. მაშველებმა საშიში ზონიდან 90 000-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ხელისუფლებამ ლოს-ანჯელესისა და სონომას ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system