თავში

კალიფორნიაში 80-მა ადამიანმა ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვა

კალიფორნიაში 80-მა ადამიანმა ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვა
კალიფორნიაში 80-მა ადამიანმა ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ უოლნატ კრიკში დაახლოებით 80 ადამიანი ტანსაცმლის მაღაზიის ძარცვაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"მაღაზია Nordstrom-ის თანამშრომლებმა 911-ზე დარეკეს და განაცხადეს, რომ მაღაზიაში 80-მდე ადამიანი შევიდა და მაშინვე პროდუქციის მოპარვა დაიწყო“, - ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედები მაღაზიის ორ თანამშრომელს დაესხნენ თავს და ერთს სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. პოლიციამ დააკავა ავტომობილი, რომელშიც ორი ეჭვმიტანილი იმყოფებოდა. ერთი შეიარაღებული იყო. კიდევ ერთი ადამიანი მაღაზიასთან ახლოს დააკავეს. მას მოპარული ნივთები ჰქონდა თან.

დაკავებულთა ასაკი 18-დან 32 წლამდე მერყეობს. გამოძიება გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system