
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში ძლიერი ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ლოს-ანჯელესის გარეუბნებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ალმა 200 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი უკვე გაანადგურა.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად შტატში დაახლოებით 100 შენობა განადგურდა, 80 000 სახლი კი რისკის ზონაში მდებარეობს.
ხანძარი ლოს-ანჯელესს ბევერლი ჰილზის მხრიდან უახლოვდება. მთავრობამ ბრენტვუდის რაიონში ევაკუაცია გამოაცხადა, სადაც არაერთი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის აღმოჩნდნენ მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი.
შვარცენეგერმა Twitter-ზე დაწერა, რომ იძულებული გახდა, სახლი ღამის 3 საათზე დაეტოვებინა. ამასთან, მან ყველას მოუწოდა, რომ ევაკუაციას სერიოზულად მოეკიდონ.
We evacuated safely at 3:30 this morning. If you are in an evacuation zone, don’t screw around. Get out. Right now I am grateful for the best firefighters in the world, the true action heroes who charge into the danger to protect their fellow Californians. #GettyFire
— Arnold (@Schwarzenegger) October 28, 2019
ლებრონ ჯეიმსის თქმით კი ევაკუაციის შემდეგ ის დიდხანდ ვერ პოულობდა ადგილს, სადაც ოჯახთან ერთად თავს შეაფარებდა.
Man these LA aren’t no joke. Had to emergency evacuate my house and I’ve been driving around with my family trying to get rooms. No luck so far!
— LeBron James (@KingJames) October 28, 2019
ელენა ტრეხლებოვა
ავტორი