თავში

კალიფორნიაში ხანძრის გამო 100 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში ხანძრის გამო 100 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კალიფორნიაში ხანძრის გამო 100 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის გამო 100 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ოფიციალური პირების განცხადებით, შტატში ხანძრის ორი ძლიერი კერაა, რომლის ჩაქრობაც ამინდის გაუარესების გამო შეუძლებელია. ამის შესახებ Associated Press წერს.

ქვეყნის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის შედეგად მუშაობის დროს ორი მეხანძრე-მაშველი მძიმედ დაშავდა. ისინი სხეულის დიდი ნაწილის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ ორი ძლიერ ხანძრის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. მათ შორის ვერტმფრენებით. ხანძრის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ელექტრომომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებამ კალიფორნია გაცილებით მშრალი გახადა, რაც ნიშნავს, რომ ხეები და სხვა მცენარეები უფრო აალებადია. ოქტომბერი და ნოემბერი ხანძრისთვის ყველაზე ცუდი თვეა, რადგან ცნობილია, რომ ხანძარი ძირითადად ამ დროს ჩნდება. თუმცა, ეს წელი ყველაზე საზიანო აღმოჩნდა, რადგან შტატში 8,600 ხანძარმა რეკორდული 16,6 ათასი კვადრატული კილომეტრი ტყის მასივი გადაწვა, სულ მცირე 9,200 სახლი და სხვა ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ხანძრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system