თავში

კალიფორნიაში პოლიციელმა დაუმორჩილებლობის გამო მამაკაცი მოკლა - VIDEO

კალიფორნიაში პოლიციელმა დაუმორჩილებლობის გამო მამაკაცი მოკლა
კალიფორნიაში პოლიციელმა დაუმორჩილებლობის გამო მამაკაცი მოკლა - VIDEO

კალიფორნიაში პოლიციელმა მამაკაცი დაუმორჩილებლობის გამო მოკლა. მას 6 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ The Daily Telegraph წერს.

პოლიციის თქმით, ღამით მამაკაცი ავტომობილს შუქის გარეშე მართავდა და ის ამიტომ გააჩერეს.

ვიდეოკადრებიში, რომელიც ნაპას ოლქის ოფიცერმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ 47 წლის ხუან გარსია პოლიციის მიერ მითითებულ მოქმედებას არ ასრულებს. პოლიციელი მას ეუბნება შებრუნდეს და ხელები მაღლა აწიოს, თუმცა ის მაინც განაგრძობს ოფიცრის მიმართულებით მოძრაობას, რა დროსაც პოლიციის ოფიცერი მას ცეცხლსასროლ იარაღს ესვრის.

47 წლის მამაკაცი, რომელიც ნაპაში ცხოვრობდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების თქმით ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მოგვიანებით გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გარსიას იარაღი არ ჰქონდა.

"პოლიციელმა, რომელმაც მამაკაცი მოკლა, ამბობს, რომ სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მას ეგონა, რომ ცალი ხელით ის უკან იარაღს მალავდა. ამიტომ მან ისროლა", - განაცხადა ნაპის ოლქის პოლიციის უფროსმა.

გამომძიებლების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ხშირად იმყოფებოდა და ის არაერთხელ დაუკავებიათ.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოფიცერი სამსახურიდან დროებით დაითხოვეს. პოლიციელები აცხადებენ, რომ საქმის სრულად გამოძიებას სულ მცირე 8 თვე სჭირდება.

"ჩვენ საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩავატაროთ და ამას დრო სჭირდება”, - განაცხადა გამომძიებელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system