თავში

ქალმა აღიარა, რომ ლონდონის ტაძარში ტერაქტს გეგმავდა

​ქალმა აღიარა, რომ ლონდონის ტაძარში ტერაქტს გეგმავდა
ქალმა აღიარა, რომ ლონდონის ტაძარში ტერაქტს გეგმავდა

დიდი ბრიტანეთის 36 წლის მკვიდრმა ქალმა აღიარა, რომ ლონდონში, წმინდა პავლეს სახელობის ტაძარსა და ერთ-ერთ სასტუმროში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, სოფია ამირა შეიხი კონტაქტობდა ადამიანთან, რომელიც მისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადებას გეგმავდა.

გარდა ამისა, პოლიციის ცნობით, ქალი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ "ერთგულების ფიცის დადებას" აპირებდა.

Telegram-ის საშუალებით ის ტერორისტული ხასიათის პუბლიკაციას ავრცელებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გააგზავნიან. პასუხები 3 აპრილს იქნება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system