თავში

ქალმა ბაღში ობობა-მგელი იპოვა - PHOTO

​ქალმა ბაღში ობობა-მგელი იპოვა
ქალმა ბაღში ობობა-მგელი იპოვა - PHOTO

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, კობარგოში მცხოვრებმა ჯო ფორბსმა ბაღში მუშაობისას უჩვეულოდ დიდი ობობა ნახა, რომელსაც ზურგზე ასობით პატარა ობობა ჰყავდა აცოცებული. ქალს თავდაპირველად ძალიან შეეშინდა, თუმცა შემდეგ ამ იშვიათი სანახაობის გადაღება გადაწყვიტა და ობობას სურათი გადაუღო. ქალმა სურათები ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღმოჩნდა, რომ ბაღში ნაპოვნი ტარანტული იშვიათი სახეობის ობობა იყო, რომელსაც დიდი ზომის გამო ობობა-მგელს უწოდებენ. ის ტანად საკმაოდ დიდი -20-30 სმ სიგრძისა ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობენ უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს 60 სმ-მდე სიღრმეზე იკეთებენ. ობობა-მგელს შვილები, დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, ზურგით დაჰყავს.

ითვლება, რომ ობობა-მგელი შხამიანია, მაგრამ მისი შხამი მომაკვდინებელი არაა და ის ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ მისი პროვოცირება არ მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system