თავში

ქალმა ხილი და ბოსტნეული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხა

ქალმა ხილი და ბოსტნეული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხა
ქალმა ხილი და ბოსტნეული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხა

ავსტრალიაში ქალმა ხილი და ბოსტნეული უცნაური მეთოდით, სარეცხ მანქანაში, ერთი ჭიქა ძმრის გამოყენებით გარეცხა. ინტერნეტში კი მის ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს მოსწონს იდეა, ზოგიც მას აკრიტიკებს.

"უი, მადლობა იდეისთვის, ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ხელით რეცხვა", - წერს მომხმარებელი.

"მე არ ვიცი, რატომ არის ეს აუცილებელი", - დაწერა მეორე კომენტარის ავტორმა.

ქალმა ვიდეო TikTok–ზე განათავსა და აღნიშნა, რომ სანამ რაიმე პროდუქტს გამოიყენებს, ჯერ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხავს. მისი თქმით, ასეთი მეთოდით პროდუქტი ბაქტერიებისგან თავისუფლდება და მისი ჭამა უსაფრთხოა.

”როდესაც თქვენ საკვებს რეცხავთ, ამით ბაქტერიების გავრცელების რისკი ნაკლებია და შესაბამისად ვირუსის გავრცელებაც მცირდება", - დასძინა მან.

პატარა ვიდეოში კარგად ჩანს, სარეცხ მანქანაში მოთავსებული პომიდორი, ავოკადო, ვაშლი, ყურძენი და მოცვი და ერთი ჭიქა ძმარი, რომელიც ქალმა დეზინფექციისთვის გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ ხილისა და ბოსტნეულის ჭურჭლის მანქანაში გარეცხვა რეკომენდებული არ არის, სიდნეის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა განაცხადა, რომ პროდუქტი სარეცხი სითხით უნდა დამუშავდეს, განსაკუთრებით კორონავირუსის გავრცელების დროს, რათა ბაქტერიებისგან გათავისუფლდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system