
ბრიტანელმა ქალმა 50 წლის ქმარს იუბილეზე თირკმელი აჩუქა. ამის შესახებ გამოცემა Mirror წერს.
2018 წელს მამაკაცს დაავადება დაუდგინეს, რომელმაც მის თირკმელზე იმოქმედა. ამის გამო მას კვირაში სამი დღის განმავლობაში დიალიზის პროცედურის გავლა უწევდა. წელიწადში პროგრამა მას 110 ათასი გირვანქა სტერლინგი უჯდებოდა. უფრო იაფი ორგანოს გადანერგვა იქნებოდა, თუმცა დონორის პოვნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
თავის დაბადების დღეზე მისმა 45 წლის მეუღლემ აცნობა, რომ მისი დონორი იქნება. მან უკვე სპეციალური პროცედურები გაიარა. მამაკაცი თავიდან შემოთავაზებას არ თანხმდებოდა, რადგან არ სურდა, მისი საყვარელი ადამიანი თირკმლის გარეშე დარჩენილიყო.
თუმცა ქალმა მისი დათანხმება მოახერხა. ოპერაცია თებერვალში ჩატარდა. ახლა მეუღლეები რეაბილიტაციას ერთად გადიან.