
ავსტრალიელმა ელენა უოლშმა, რომელმაც ობობაზე უპრეცედენტო მზრუნველობა გამოიჩინა, ცხოველებზე ზრუნვისთვის PETA-ს ჯილდო მიიღო.
ელენმა ობობა იპოვა, რომელსაც მხოლოდ 2 ფეხი ჰქონდა და მისი გადარჩენა განიზრახა. მან შეიტყო რომ, არაქნიდებს რეგენერაციის უნარი აქვთ და გადაწყვიტა ობობაზე, რომელსაც პეგი დაარქვა, ეზრუნა იქამდე, სანამ მას კიდურები არ აღუდგებოდა.
ელენა ობობას კვებავდა და Instagram გვერდიც კი შეუქმა, რათა ყველას ენახა პეგის გამოჯანმრთელების პროცესი.
საბოლოოდ, პეგი გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს.