თავში

ქალმა, რომელიც ლატარიაში მუდმივად ერთსა და იმავე ციფრებს წერდა, მოიგო

ქალმა, რომელიც ლატარიაში მუდმივად ერთსა და იმავე ციფრებს წერდა, მოიგო
ქალმა, რომელიც ლატარიაში მუდმივად ერთსა და იმავე ციფრებს წერდა, მოიგო

აშშ-ს შტატ მერილენდის მკვიდრი, 63 წლის პამელა ვენდლანდი ლატარიას კვირაში ერთხელ სტაბილურად თამაშობდა. ბილეთებში ის ერთსა და იმავე აკვიატებულ ციფრებს უთითებდა - 9-19-29-39-49-59-69-79.

ქალის თქმით, მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ციფრი 9 მისთვის საკრალური იყო და ბედნიერებას აუცილებლად მოუტანდა.

ერთხელაც პამელა შვილთან ერთად რესტორან The Jetty-ში შევიდა, რამდენიმე ბილეთი იქვე მდგომ აპარატში შეიძინა და ტრადიციულად, საყვარელი კომბინაცია მონიშნა. აღმოჩნდა, რომ ის მომგებიანია და ქალმა ჯილდოს სახით 30 ათასი დოლარი მოიგო.

ვენდლანდი თანხის დახარჯვას ქორწინების 20 წლის იუბილეს აღსანიშნად გეგმავს, დარჩენილ ფულს კი ოჯახის წევრებს გაუნაწილებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system