თავში

ქალმა შეყვარებულს სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ მასზე არ იქორწინა

ქალმა შეყვარებულს სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ მასზე არ იქორწინა
ქალმა შეყვარებულს სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ მასზე არ იქორწინა

ზამბიელმა 26 წლის ქალმა შეყვარებულს სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ 8-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ის ცოლად არ მოიყვანა. ქალმა ზამბიის სასამართლოს განუცხადა, რომ ის უკვე დაიღალა 28 წლის მამაკაცთან დაქორწინების მოლოდინით, რომელიც მას ცოლად მოყვანას დაჰპირდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ცნობილია, რომ წყვილს საერთო შვილი ჰყავთ, თუმცა ერთად არასდროს უცხოვრიათ.

"ის არასდროს ყოფილა სერიოზული, ამიტომ მე სასამართლოს მივმართე, რადგან მე ვიმსახურებ ვიცოდე ჩვენი მომავალი გეგმების შესახებ", - განაცხადა ქალმა.

მამაკაცმა სასამართლოს განუცხადა, რომ მას ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, რომ მისი ბავშვის დედაზე იქორწინოს.

მოსამართლემ წყვილს შერიგება და ამ საკითხის სასამართლოს გარეშე გადაწყვეტა ურჩია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system