თავში

ქალზე თავდასხმის საზარელი მომენტი ვიდეოკამერაზე დაფიქსირდა - VIDEO

ქალზე თავდასხმის საზარელი მომენტი ვიდეოკამერაზე დაფიქსირდა
ქალზე თავდასხმის საზარელი მომენტი ვიდეოკამერაზე დაფიქსირდა - VIDEO

შვედეთის ქალაქ მალმეში მამაკაცი ქალს თავს დაესხა, თავში ჩაარტყა და მიწაზე დააგდო. შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანი ქალის დახმარების ნაცვლად კი ვიდეოს იღებდა, სადაც მისი სიციცლი ისმის. ამის შესახებ Mirror წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი არ არის, როდის გადაიღეს ეს კადრები, ის ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მიწაზე დაცემის შედეგად ქალს თავის არეში დაზიანება ეტყობა, თუმცა ის მაინც ცდილობს წამოჯდომას. თავდასხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ვიდეოს იღებდა, კვლავ აგრძელებდა გადაღებას. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი თავდამსხველისთვის ნაცნობია.

მალმეს პოლიცია დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაუკავებიათ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი მამაკაცი 20 წლისაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system