თავში

კამალა ჰარისი საცხოვრებლად ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში გადავა

კამალა ჰარისი საცხოვრებლად ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში გადავა
კამალა ჰარისი საცხოვრებლად ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში გადავა

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში საცხოვრებლად გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰარისის პრესსპიკერი, სიმონა სანდერსი აცხადებს.

"ჰარისი და მისი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში მომავალ კვირას გადავლენ," - განაცხადა სანდერსმა.

სანდერსმა ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლის  შეფერხება ახსნა იმით, რომ სახლში ტარდებოდა რემონტი. 

მისივე თქმით, 33 ოთახიან სახლში მოეწყო სავენტილაციო სისტემა, კონდიციონერი და გათბობის სისტემები, ბუხარი და ხის იატაკი.

მანამდე, ამერიკული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჰარისისა და მისი მეუღლის საკუთარი სახლი ვაშინგტონში უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system