თავში

კამბოჯას დედაქალაქი ჩაიკეტა

კამბოჯას დედაქალაქი ჩაიკეტა
კამბოჯას დედაქალაქი ჩაიკეტა

კამბოჯას დედაქალაქ პნომპენესა და ქალაქ ტაკმაუში 2-კვირიანი კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების შემცირებაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

15 აპრილიდან 28 აპრილამდე ქალაქ პნომპენისა და ტაკმაუს მაცხოვრებლებს არ აქვთ სახლის დატოვების უფლება. გარეთ გასვლა მხოლოდ სასურსათო და სასწრაფოდ საჭირო საქონლის შესაძენად იქნება შესაძლებელი. გამონაკლისი ასევე გაკეთდა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური ცნობა დამსაქმებლისგან.

შეგახსენებთ, რომ კამბოჯაში, სადაც დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, COVID-19-ის 4874 შემთხვევაა გამოვლენილი. 2,290 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 35 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system