თავში

კამბოჯაში ძაღლის ხორცის ჭამა და გაყიდვა აიკრძალა

​კამბოჯაში ძაღლის ხორცის ჭამა და გაყიდვა აიკრძალა
კამბოჯაში ძაღლის ხორცის ჭამა და გაყიდვა აიკრძალა

კამბოჯის ერთ-ერთ პროვინციაში ძაღლის ხორცის ჭამა და გაყიდვა აკრძალეს. ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აკრძალვა მალე მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.

კამბოჯის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძაღლის ხორცის გაყიდვა ან მოხმარება კანონით დასჯადი ხდება და ის 5 წლიან პატიმრობას, ან 12 200 დოლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

კამბოჯაში ამ გადაწყვეტილებას წინ რამდენიმე აზიურ სახელმწიფოში განხორციელებული ცვლილება უძღოდა. აპრილში ჩინეთის ქალაქ შენჯენში ძაღლებისა და კატის ხორცის ჭამა აკრძალეს. ივლისის დასაწყისში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აკრძალა ინდოეთის ნაგალენდის შტატმაც. ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში "გარდამტეხი მომენტი" უწოდეს.

Humane Society International-ის განცხადებით, აზიის მასშტაბით ყოველწლიურად 30 მილიონ ძაღლს კლავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system